logo
ENG



"წილი ნაყარია" - ნაცვლიშვილს სამთავრობო Postv "საგანგებო რეჟიმზე" გადაჰყავს

23 თებ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/ybftzrrotskvya3.jpg

პროსამთავრობო მედიის, Postv-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ტელევიზიაში დაბრუნებამდე ქართულ ოცნებაში კონსულტანტად მუშაობდა, აცხადებს, რომ სახელისუფლებო მედია საგანგებო რეჟიმზე გადადის და "ბრძოლის წინა ხაზზე იქნება". 

"POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის.

ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!", - წერს ნაცვლიშვილი Facebook-ზე. 


close დახურვა